ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დელეგატების ხმათა უმრავლესობით, ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა.

პირველ დეკემბერს 24-ე სესიაზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით, 2022-2025 წლებში უხელმძღვანელებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მეორე ვადით 2021 წლის იანვარში წარადგინა. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.