ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთობლივ ძალისხმევაზე იმსჯელეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ ეთიოპიის კრიზისი და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთობლივი ძალისხმევის საკითხი განიხილეს.

„მათ ასევე განიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ავღანეთში. დისკუსია დაეფუძნა, გასულ თვეს, რომში ორმხრივ თანამშრომლობასა და სხვა პრიორიტეტებზე, მათ შორის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ერდოღანის საუბარს“, - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ენტონი ბლინკენი სტოქჰოლმში ეუთოს მინისტერიალზე ჩავიდა