ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ინიციატივათა ახალ პაკეტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამზადებს ახალ ინიციატივას, რათა შეაჩეროს რუსეთის გეგმები უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ახალ პაკეტს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის „ძალიან გაურთულებს“ რუსეთს უკრაინაში ნებისმიერი შეჭრის გეგმის განხორციელებას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ამავე თემაზე:

ბლინკენი ლავროვს: თუ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება