უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთობლივი განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს.
ლიდერები განსაკუთრებული შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მუდმივი გაუარესებით, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების გამო, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგია.
ამასთან, განცხადების ავტორები გამოხატავენ სოლიდარობას მიგრანტთა კრიზისის გამო, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა და ორკესტრირებულია მინსკის მიერ. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ჰიბრიდული შეტევა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, გააძლიეროს სანქციები რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო და კრემლს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიტუაციის დეესკალაციისკენ უკრაინის საზღვრებიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ახალ პაკეტს განიხილავს