ავსტრიის ახალი კანცლერობის კანდიდატი დასახელდა

ავსტრიის სახალხო პარტიის (ÖVP) ხელმძღვანელობამ პარტიის ახალ ლიდერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი დაასახელა მას შემდეგ, რაც სებასტიან კურცმა ყველა პოლიტიკური პოსტი დატოვა. მომავალი ფედერალური კანცლერის პოსტსაც კარლ ნეჰამერი დაიკავებს. იუწყება France 24.

პარტიაში შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კურცმა, რომელიც ჩართული იყო კორუფციულ სკანდალში, პარტიის ლიდერის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

ალექსანდრე შალენბერგმა, რომელმაც ოქტომბერში კანცლერის თანამდებობა დაიკავა, განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, რადგან კანცლერისა და პარტიის ხელმძღვანელის პოსტები ერთიდაიგივე პირმა უნდა დაიკავოს.

შალენბერგი ნეჰამერის მთავრობაში სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას.

რაც შეეხება ნეჰამერს, ის 2017 წელს გახდა დეპუტატი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი 2020 წლის იანვარში.