ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, საჭიროების მიხედვით, გარკვეული რეგულაციები შეიცვლება.
„ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.
ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს „მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებით რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენენ. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, „მწვანე პასპორტის“ უვადობას არ ვემხრობი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ამავე თემაზე:
ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია