ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცესკოს საარჩევნო სიების ჩახსნაზე მიმართა

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

"სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა. დღეს შეიძლება ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში, დღეს შეიძლება ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ყოფილიყო კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამის ნაცვლად მივიიღეთ ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლდიერმა სერგო ჩიხლაძემ.

განცხადებას ხელს შემდეგი პარტიები აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია.

ცსკ-ს განცხადებების განსახილველად 3-დღიანი ვადა აქვს.