რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით იტყობინება.
ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ ორ ადამიანს დაუდასტურდა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას გამოსცა განკარგულება, მთავრობამ მოამზადოს სამოქმედო გეგმა ახალ შტამთან საბრძოლველად.
ამავე თემაზე:
რით განსხვავდება „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა შტამებისგან