ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი დააფუძნა

Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავენ.

ორგანიზაციის ცნობით, ამერიკული Foreign Policy-ი და ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, 8 დეკემბერს, 19.30 საათზე, ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“. შეხვედრას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Foreign Policy-ი ამერიკული გამოცემაა, რომელიც 1970 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია გლობალურ საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე.

„ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან: მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში; სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი. ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. ის მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი; ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;

ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში“, - აღნიშნულია პრესრელიზში.