განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში.
მინისტრისთვის „კატეგორიულად მიუღებელია, სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს განათლების და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში მონაწილეობდნენ“.
„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. გრიფირების პროცესში მონაწილეობდნენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად, ჩვენს გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“ ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ამავე თემაზე: