„ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის" დარეგისტრირებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ წესებს... მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არის ვთქვათ, გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე საფუძველი რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან გაერთიანებას, რომ იმოქმედოს იატაკქვეშეთში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ რადიო თავისუფლების ცნობით.
ამავე თემაზე: