ჯო ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა

პრეზიდენტმა ბაიდენმა ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტ პუტინთან გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა პუტინთან საუბრისას განიხილა რუსეთის სამხედრო მოქმედებების სერიოზული შედეგები უკრაინაში, დეესკალაციის აუცილებლობა და დიპლომატიისკენ დაბრუნების საჭიროება.

„ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ისევე როგორც რუსეთის მიერ დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიის ჩართვის აუცილებლობა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, მათი წარმომადგენლები მჭიდრო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან, მათ შორის NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროკავშირიდან“, - აღნიშნავს თეთრი სახლი.

ამავე თემაზე:

თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა