საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.
ამის მიზეზად ის სისუსტეს ასახელებს.
„მადლობა ჟურნალისტებს თავდადებისთვის და სიცივეში დგომისთვის. გორი 4-ჯერ უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გიული ალასანიამ მედიას გადასცა.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება. ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს აქამდე ორჯერ დაესწრო.
ამავე თემაზე