იან კელი თბილისის მერის კომენტარზე: საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. მგონი, ამას კისინჯერიც ვერ წარმოიდგენდა

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშეწმის მოადგილესთან დაკავშირებით, თბილისის მერის კომენტარს აფასებს.

„საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. მგონი, ამას კისინჯერიც ვერ წარმოიდგენდა“, - წერს Twitter-ზე ამერიკის ყოფილი ელჩი.

ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე: რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე?

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

ჰენრი ალფრედ კისინჯერი - ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. მუშაობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობებზე. ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისთვის, კისინჯერმა მშვიდობის განმტკიცების დარგში, 1973 წლის ნობელის პრემია მიიღო.