სტოლტენბერგის პასუხი რუსეთს: მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები

იენს სტოლტენბერგმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას, ოფიციალურად უარყოს კიევისა და თბილისის წევრობის პერსპექტივა. „გავლენის სფეროების აღდგენა მიუღებელია“, - განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

„ალიანსის პოზიცია უცვლელია. ვერ დავეთანხმებით იმას, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, აღადგინოს სისტემა, რომელშიც რუსეთის მსგავს სახელმწიფოებს ჰქონდათ გავლენის სფეროები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ და შეეძლოთ, გადაეწყვიტათ, რა უნდა გაეკეთებინათ სხვა წევრებს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რუსეთი NATO-ს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ულტიმატუმს უყენებს