ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს და ტრადიციულად დასკვნას/რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მედიას განუცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ის სწორედ მათ დასკვნებს დაეყრდნობა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ცენტრ „ემპათიას“ მხრიდან მოსალოდნელ „მძიმე დასკვნაზე“.

სახალხო დამცველი ასევე აპირებს, შეაფასოს ყველა ის ვარაუდი და განცხადება, რომელიც „ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების“ შესახებ გაკეთდა.

როგორც ცნობილი გახდა, სამედიცინო შემოწმების პროცესში ჩაერთო ფსიქიატრიც.

კერძოდ, მარინა კურატაშვილმა, რომელიც ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფში შედის, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანიშნული მედიკამენტების მიზანშეწონილობას და შესაბამისობა უნდა დაადგინოს.

უფრო ადრე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე შევიდნენ.

სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ მედიკამენტებს, რაც ნამდვილად არ უნდა მიეღო და ამან მისი მდგომარეობა დაამძიმა. ამასთან, აღნიშნა, რომ „ექსპრეზიდენტს დაძინება უჭირს“.

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯფუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია