ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც კირილ პეტკოვი უხელმძღვანელებს. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ცვლილებების გასაგრძელებლად. ახალი მთავრობის პირველი ამოცანაა, გავაცნობიეროთ, რომ თუ გვინდა უკეთესი მომავალი ბულგარეთში, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - მიმართა დეპუტატებს პეტკოვმა.

ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

კირილ პეტკოვმა პირობა დადო, რომ მომავალი მთავრობა კორუფციას „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოუცხადებს.