ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს  რადიკალური ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში  და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს დარბაზში

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და გუშინდელ სხდომაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მათ აკისრებს.

სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, მათი სურვილია პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია არ შევიდეს, რადგან თლის რომ რადიკალური ოპოზიციის ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ არის.

„ მათი ადგილი უნდა დაიკავონ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო, „რადიკალურ ოპოზიციას“ ეკისრება, რადგან „ისინი ყველა განსხვავებული პოზიციის მქონე პარტიას პოლიტიკოს აშანტაჟებენ“. ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საოცარი ფრაზა თქვა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების არ გაყალბების დადასტურების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ კრიზისიაო. ეს არის მათი დამოკიდებულება. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება შექმნილი ვითარების მიმართ“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, მცირე პარტიების არ ჰყავდათ თავისი კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე და ამიტომ მათ ჰქონდათ გულწრფელი ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით , მაგრამ სხვა პარტიებმა ყველამ კარგად იცოდნენ რომ არჩვენები არ გაყალბებულა.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ისინი არიან ოსტატები და საქართველოში არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები. ეს ყველამ იცის და სახელები და გვარები მათი ლიდერების, ამ კუთხით შეგვიძლია გავიხსენოთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. არა მხოლოდ ისინი არ შემოდიან და უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ პროცესს, არამედ „აბულინგებენ“ და აშანტაჟებენ უმძიმესი ფორმებით, ისინი აშანტაჟებენ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია. ეს არის სახე ამ პოლიტიკური პარტიების და ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ შემოვლენ საბოლოო ჯამში პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.