„შავი ზღვის რეგიონში კავშირების განმტკიცება ჩვენი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით.
„დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე გაკეთდა. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი განაგრძობს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.
ბრიუსელი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტს უმასპინძლებს