ნინო ბურჯანაძე: კობახიძემ ოპოზიციას ომი გამოგვიცხადა

"კობახიძემ ჩვენ ომი გამოგვიცხადა, ომი გამოუცხადა ოპოზიციას და მედია საშუალებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაანონსეს ქვეყნის დიქტატურისკენ წაყვანა." - ასე აფასებს ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ეხმიანება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში დაჭერით ემუქრებიან.

"მე დასავლელი პარტნიორებისგან ველოდები, რომ ადეკვატური შეფასება მოჰყვება კობახიძის განცხადებას. უნდა იყოს ძალიან მწვავე რეაგირება. უნდა ითქვას, თუ ხელისუფლებას მართლა უნდა დიალოგი, დიალოგის რეჟიმი სხვაგვარად არის. უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ტიპის მუქარა და მითუმეტეს, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა. მე არაფერი მიკვირს ამ ხელისფულებისგან. თუ ხელისუფლემა მართლა გადაწყვეტს გვარამიას და ლიდერების დაკავებას, ამით დააჩქარებს თავის დასასრულს." - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.