საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ბლოკი განაგრძობს მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას.
ამით ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღწერს.
„მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად. მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ განვაგრძობთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას" , - აღნიშნავს ბორელი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტებზე მიღებული დეკლარაციის პრიორიტეტები