კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს, ვიდრე თავდაპირველი შტამი. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კვლევით, რომელიც შემდგომ დადასტურებას საჭიროებს და უსიმპტომო შემთხვევებზე წინასწარ მონაცემს შეიცავს, აღნიშნულია, რომ „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება სასუნთქი გზების ქსოვილებში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ადამიანიდან ადამიანზე მის გავრცელებას.
იმ ფაქტმა, რომ ფილტვის ქსოვილებში, „ომიკრონი“ 10-ჯერ უფრო ნელ აღწევს, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური ვარიანტი, შესაძლოა, დაავადება ნაკლებად გაართულოს.
კვლევის ავტორი მაიკლ ჩან ჩი-ვაი ამბობს, რომ ადამიანებში დაავადების სიმძიმე განისაზღვრება არამხოლოდ ვირუსის გამრავლებით, არამედ თითოეული ადამიანის იმუნური პასუხით ინფექციაზე, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ ანთებაში გადაიზრდება.
ამავე თემაზე: