აშშ-მ საქართველოში მოქმედ სამ კომპანიას სანქცია დაუწესა

დღეს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების მიმართ საფრთხეების გამო, ბიოტექნოლოგიის და აშშ-ის სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, ზომები მიიღო. სიაში მოხვდა საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering-ი, ROV Solutions-ი და SAEROS Safety ERO Company-ი.

კერძოდ, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ BIS-ი ზომებს იღებს ჩინეთში, საქართველოში, მალაიზიასა და თურქეთში მოქმედი სუბიექტების წინააღმდეგ, ირანის სამხედრო პროგრამებში ამერიკული პროდუქციის მოხვედრის ან ასეთი მცდელობისთვის.

BIS-ის ეს ქმედებები განხორციელდა 2018 წლის ექსპორტის კონტროლის რეფორმის აქტისა და მისი განმახორციელებელი რეგულაციების, ექსპორტის ადმინისტრირების რეგულაციების (EAR) ფარგლებში.

ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც BIS-ი იყენებს, რათა შეზღუდოს EAR-ს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და ქვეყანაში გადაცემა იმ პირებზე (ფიზიკები, ორგანიზაციები, კომპანიები), რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ იყვნენ ჩართულნი, ან წარმოადგენენ ასეთი ჩართვის მნიშვნელოვან რისკს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.