2022 წლის 19-მილიარდიანი ბიუჯეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა 2022 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, კენჭისყრაზე დღეს დადგა.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია.

მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც.

ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს.

დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს.

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ. ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ. ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19 362,6 მლნ. ლარით განისაზღვრა. საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის შემდეგ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდა.

ჯანდაცვის სამინისტრო: 6.09 მილიარდი ლარია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2.8 მილიარდ ლარს;

განათლების სამინისტრო: 1.68 მილიარდი ლარი;

ეკონომიკის სამინისტრო: 932 მილიონი ლარი;

იუსტიციის სამინისტრო: 310 მილიონ ლარს;

ფინანსთა სამინისტრო: 105 მილიონი ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 176 მილიონი ლარი;

თავდაცვის სამინისტრო: 1 მილიარდ ლარს;

შსს-ს დაფინანსებაა 865 მილიონი ლარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 593 მილიონი ლარი.