ვიოლა ფონ კრამონი: საერთაშორისო მეგობრები საქართველოს პრეზიდენტს ეთანხმებიან. უფრო მეტია მოსალოდნელი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებას გულისხმობს, Twitter-ზე ეხმაურება.

„საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, კიდევ მეტია მოსალოდნელი“, - წერს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე 16 დეკემბერს უმასპინძლა.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს