„ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რუსეთის წინადადებების საპასუხოდ.
„ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
შეგახსენებთ, მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით წარუდგინა. რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.
NATO: მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისკენ