კრემლის პრესსპიკერი: ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი მეგობრები არ არიან

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ არის მეგობრული, მაგრამ არსებობს ურთიერთპატივისცემა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ისინი მეგობრები არ არიან. მათ ჯერ არ ჰქონიათ ხშირი კონტაქტი“, - განაცხადა პესკოვმა.

მანვე დაამატა, რომ პუტინი და ბაიდენი შეხვდნენ, როდესაც ვლადიმერ პუტინი პრემიერ მინისტრი იყო.

„იმ დროს ისინი ხვდებოდნენ თეთრ სახლში სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების დროს, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, შეხვედრის ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონდათ“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებმა მოლაპარაკებები 7 დეკემბერს გამართეს.