რადას დეპუტატი, ლიზა იასკო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტს შეხვდა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ლიზა იასკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
„ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ბოლო 3 დღის განმავლობაში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვერავითარ პროგრესს ვერ ვხედავ, ძალიან სუსტად არის, მისი გათავისუფლების შემდეგ, რეაბილიტაცია აუცილებელი იქნება, აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალადობამ გამოიწვია, რომელიც გლდანის ციხეში განხორციელდა.
მან არ იცის, რამდენად შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - აცხადებს ლიზა იასკო.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია