„მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ ბრძოლაზე თქვას უარი - ეს სრული ოქსიმორონია, ბრძოლაზე უარი არ იქნება", - აცხადებს თემურ ალასანია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა „ტვპირველთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, სააკაშვილს მისთვის სამშობლოში დაბრუნების მარშრუტი არ გაუმხელია, რითაც ოჯახის წევრი დაიცვა, რომ მას ცრუ ჩვენება არ მიეცა.
„გაძლებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა - ამის პირობას გაძლევთ მე, თემურ ალასანია, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს მას. ციხისთვის ემზადებოდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა. მაგრამ ჩვენ ამაზე საუბარი არ გვქონია. მას შემდეგ, რაც საჯაროდ თქვა, რომ ჩამოვიდოდა, მე მიშა არ მინახავს", - ამბობს ალასანია.
მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნების სურვილს სააკაშვილი გასულ წლებშიც გამოთქვამდა და მაშინ მასთან ამ საკითხზე უსაუბრია, და ეუბნებოდა, რომ ეს იყო რისკი და ასეთ ნაბიჯს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.
„გარანტიებში არ ვგულისხმობ, რომ არ დაგიჭირონ, არამედ, იმ მონაკვეთში ეს შენი ნაბიჯი სათანადოდ იქნება შეფასებული საზოგადოების მიერ და აღქმული იქნება, როგორც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მიერ. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი", - აცხადებს თემურ ალასანია.
კითხვაზე ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამჯერად გარკვეული გარანტიები, ალასანია ამბობს, რომ ასეთის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
„ვცდილობ, რომ რაღაცნაირი ექსტრაპლაცია გავაკეთო, რაც მაქვს, მაგრამ მინიშნებითაც ვერ კი მივდივარ იმ დასკვნამდე, ვის შეიძლებოდა ასეთი გარანტიები მიეცა, ეს ერთი და თუ მისცემდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც ამას დაიჯერებდა. არ მეგულება დღეს ისეთი ვინმე, ვის გარანტიასაც დავუჯერებდი“.
„თქვენ გელოდებიან, ჩამოსვლა იქნება ძალიან დროული", - ალასანიას თქმით, თავის დროზე (ოპოზიციის მხრიდან) იყო გარკვეული საუბრები.
„ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი. ვერ შევძლებთ უსაფრთხოების დაცვას. მესამე ნაწილი პირდაპირ იმუქრებოდა - ძირითადად ეს მუქარა ხელისუფლებისგან მოდიოდა. ამიტომ იმის თქმა, რომ ვიღაც ერთმა მოატყუა, შეაცდინა, მიშას შეცდენა ძალიან ძნელია", - განაცხადა თემურ ალსანიამ.
ამავე თემაზე: