ევროკომისიის პრეზიდენტმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შეუკვეთა BioNTech/Pfizer ვაქცინის 180 მილიონზე მეტი დოზა, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონზე“ იქნება მორგებული“.
ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვაქცინის მწარმოებლებთან კონტრაქტები გააფორმეს, რაც მათ საშუალებას აძლევთ, მოითხოვონ ადაპტირებული ვაქცინის შექმნა 100 დღის განმავლობაში.
რაც შეეხება კოვიდსერტიფიკატის ვადას, რომელიც მოგზაურობის დროს გამოიყენება, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რეკომენდებულია ე.წ. გამაძლიერებელი დოზით აცრა სრული ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ. მანვე განმარტა, რომ სერტიფიკატები ძალაში იქნება დამატებით სამი თვის განმავლობაში, ვიდრე გამაძლიერებელი აცრა ჩატარდება.
BioNTech/Pfizer-მა კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, "ომიკრონზე" მორგებული ვაქცინის შემუშავება ნოემებერში დაიწყო. პრეპარატი მზად მარტში უნდა იყოს.
ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და არსებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა ეფექტიანია. ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ევროპის მედიკამენტების სააგენტო.