სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას მიესალმება

სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას მიესალმება.

„მივესალმებით აზერბაიჯანის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით 10 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა Twitter-ზე დაწერა.

„მოვუწოდებთ ყველა დანარჩენი დაკავებულის სწრაფ გათავისუფლებისა და დაკარგულების აღრიცხვისკენ. ხაზს ვუსვამთ დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის მნიშვნელობას საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - წერს ნედ პრაისი.

სომხური მედიის ცნობით, ათი სომეხი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 16 ნოემბერს, სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანთან შეტაკების დროს ტყვეს ჩავარდნენ,19 დეკემბერს აზერბაიჯანიდან სამშობლოში ევროკავშირის შუამავლობით დაბრუნდნენ.

19 დეკემბერს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა Twitter-ზე დაწერა, რომ 10 სომეხი სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში დაბრუნდა.

„ბედნიერი ვარ, რომ 10 სამხედრო მოსამსახურის სამშობლოში დაბრუნება შევძელით. აზერბაიჯანის მხრიდან მნიშვნელოვანი ჟესტია ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების პროცესში. ევროკავშირის განგრძობს მუშაობას ორივე ქვეყანასთან“, - წერს ტოივო კლაარი.

ამავე თემაზე:

ევროკავშირი საექსპერტო მისიის შექმნას სთავაზობს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა საზღვრების დელიმიტაციის საკითხებს მხარი დაუჭიროს