ნათია თურნავა: აუდიტის დასკვნაში ასახული ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია

ეკონომიკის მინიტრმა სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია. ნათია თურნავას თქმით, რაიმე„განსაკუთრებით კრიტიკული არაფერია“.

„აუდიტის სამსახურის დასკვნები და მიგნებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ; რამდენადაც ვიცი, დასკვნაში საუბარი არის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სამეურნეო საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის ინვენტარიზაცია, ანგარიშგება და ა.შ.

რაიმე ისეთი, განსაკუთრებით კრიტიკული, რაც განსაკუთებულ რეაგირებას საჭიროებს, არ იკითხება, თუმცა რა ტექნიკური შენიშვნებიც არის, გაცნობილებიც ვართ და უკვე არსებითად გათვალისწინებულიც არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.