სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული. მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ ე.წ. შერიგების საკითხზე არ უსაუბრიათ.

„სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, კერძოდ შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, პოლიტიკოსთან და არამხოლოდ. ეს არ არის რაღაც კონკრეტული შერიგების და ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზოგად ჩვენს საზოგადოებაში არსებობდეს უფრო ფართო კონსენსუსი და ყველას ყველასთან შეგვეძლოს დიალოგი.

წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ფორმატია და ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი. ცენტრალი ფიგურა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სწორედ პრეზიდენტია. შეხვედრაზე 3 ქალი მერი იყო წარმოდგენილი, ვსაუბრობდით რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

რამდენიმე დღის წინ თავად თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ სიტყვა „შერიგებას“ არჩევს „ეროვნული თანხმობის“ მიღწევას, ალბათ უფრო სწორი ტერმინია, ვიდრე შერიგება ვიღაცებს შორის. დღეს ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. დღეს ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე.

ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და დღეს კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ეს არის ადამიანი უზარმაზარი გამოცდილებით და რომელსაც ზუსტადაც შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მის გარდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნინო წილოსანი იმყოფებოდა.

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა