ილონ მასკი აცხადებს, რომ  წელს გადასახადებში $11 მილიარდზე მეტს გადაიხდის

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ წელს გადასახადებში 11 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის.

ამ კვირის დასაწყისში, დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა დაწერა ამავე ქსელში, რომ მასკმა უნდა შეწყვიტოს „სხვების ხარჯზე“ ცხოვრება.

„მათთვის, ვისაც აინტერესებს, წელს 11 მილიარდ დოლარზე მეტ გადასახადს გადავიხდი“, - უპასუხა მილიარდერმა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ახლახან ჟურნალმა Time-მა 2021 წლის ადამიანად დაასახელა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, Tesla კი დაახლოებით ერთ ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო SpaceX-ი 100 მილიარდ დოლარად.