უნგრეთი მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა არ შეცვლის საიმიგრაციო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბლოკის კანონებს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმამ შესაძლოა, ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის მძიმე ჯარიმის დაკისრება გამოიწვიოს. სექტემბერში, ბლოკის უმაღლესმა სასამართლომ ყოველდღიური ჯარიმა დააკისრა (1,2 მილიონი აშშ დოლარი) პოლონეთს, რომელიც უნგრეთის მთავარი მოკავშირეა. პოლონეთმა ვერ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება მის სასამართლო სისტემაში ცვლილებების შეჩერების შესახებ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არაფერს გავაკეთებთ საზღვრის დაცვის წესის შესაცვლელად. ჩვენ არ შევცვლით მას და არ ვაპირებთ არავის შეშვებას“, - განაცხადა ორბანმა.

გასულ თვეში ევროკავშირის სასამართლომ (CJEU) დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონი, როცა უფლება მისცა პოლიციას, სერბეთის საზღვრის გავლით უნგრეთში შესული თავშესაფრის მთხოვნელი მიგრანტები შეევიწროებინა.