„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს და პარტიის მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს.
მოშიმშილეები 4 კარავში განთავსდნენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
პროტესტის ამ ფორმას წინ უძღვოდა აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც მელიამ „მთავარ არხს“ განუცხადა, კონკრეტული სიის შედგენა ახლა მიმდინარეობს.