„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მომავალ კვირას შეხვდება.
ეს ინფორმაცია ნიკა მელიას მისმა კოლეგამ ხატია დეკანოიძემ მიაწოდა, რომელიც პრეზიდენტს 21 დეკემბერს შეხვდა.
„როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება, სანამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ სატელევიზიო მედიასთან.
ამავე თემაზე:
საქართველოს პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე შეხვდა