კოვიდის გადატანის შემდეგ, რაიმე დარღვევა შესაძლოა, ნებისმიერი სახით გამოვლინდეს და მთავარია, ადამიანებმა დროულად მიმართონ შესაბამისი პროფილის ექიმს.
„პოსტკოვიდის სინდრომი უკვე რამდენიმე თვეა, რაც სამეცნიერო ყურადღების საგანი გახდა. ბუნებრივია, საქართველოს ამასთან დაკავშირებით აქვს გაიდლაინი, რომელიც მეტად სისტემურია და ნაკლებად ითვალისწინებს კოვიდთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გართულებებს.
შესაძლოა, ნებისმიერი სახით გამოვლინდეს რაიმე დარღვევა კოვიდის გადატანის შემდეგ, ამიტომ, მთავარია, კოვიდგადატანილმა დროულად უნდა მიმართოს იმ სპეციალისტმა, ვინც მას სჭირდება შესაფერისი მიმართულებით, მოქმედებს რეაბილიტაციის პროგრამა, აბასთუმნის ცენტრი ორიენტირებულია იმაზე, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში რეაბილიტაცია შევთავაზოთ პაციენტებს.
სხვა, მეტად სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, არ არის. მთავარია მიმდინარე ყურადღება და ზოგადად გამოკვლევები, თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამავე თემაზე:
თენგიზ ცერცვაძე: პოსტკოვიდური გართულებები არ არის დრამატული