ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია

ეკატერინე ტიკარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. ამის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, უამრავი სხვა პრიორიტეტია კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში, გადაბარების პროცესში, ამიტომ ეკატერინე ტიკარაძის დრო შესაბამისად გადანაწილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 9 დეკემბერს გადადგა, თუმცა მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს.