საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხებათ კერძო სკოლებს, ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება.