როკის გვირაბთან ახლოს ზვავის ჩამოწოლას ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა.
21 დეკემბერს საღამოს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე როკის გვირაბთან ზვავში მოყვა. ყაზარმა როკის გვირაბთან ახლოს მდებარეობს. ცხინვალის საავადმყოფოში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე მოათავსეს, რომლებსაც ქვედა კიდურების მოყინვა აღენიშნებათ. მეხუთე სამხედრო მოსამსახურეს ისევ ეძებენ.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა, უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.
ამავე თემაზე:
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ზემო როკთან ზვავში რუსი სამხედროები მოყვნენ