სახალხო დამცველის აპარატმა ეკონომიკის ექსპერტის, რამაზ გერლიანის საქმის შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შესწავლის ფარგლებში როგორც თავად რამაზ გერლიანს, ასევე მისი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. პირადად მქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მივიღე ინფორმაცია, რაც დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი. ვაპირებთ კონტაქტს ოჯახთან და თავად რამაზ გერლიანთან, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას. რა თქმა უნდა, შევისწავლით ამ საქმეს და დაწყებული გვაქვს შესწავლა”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.
ამავე თემაზე: