აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer-ის მიერ დამზადებულ ანტივირუსულ აბს ავტორიზაცია მიანიჭა. Paxlovid კორონავირუსის სამკურნალდ გამოიყენება. იტყობინება CNN-ი.
ეს არის Covid19-ის სამკურნალო პირველი აბი, რომლის მიღებაც პაციენტებს სახლში შეუძლიათ.
Paxlovid-ი აერთიანებს ახალ ანტივირუსულ პრეპარატს - ნირმატრელვირი და უფრო ძველს - რიტონავირს.
გასულ კვირას Pfizer-მა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს, თუ პრეპატარით მაღალი რისკის მქონე მოზრდილები პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე დღეში იმკურნალებენ. სიმპტომებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში, ეფექტიანობა 88%-ს შეადგენს.
ამავე თემაზე:
Pfizer-ი: საბოლოო კვლევით, Covid19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბი თითქმის 90%-ით ეფექტურია