სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ სტამბოლის აეროპორტში დაკავებული მოქალაქე ამერიკელი დიპლომატი არ არის

სახელმწიფო დეპარტამენტი Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში განმარტავს, რომ სტამბოლის აეროპორტში დაკავებული მოქალაქე ამერიკელი დიპლომატი არ არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა, რომ დაკავებულია ამერიკის მოქალაქე და ამ საკითხზე საკონსულო სამსახური მუშაობს.

„ჩვენთვის ცნობილია თურქეთში აშშ-ის მოქალაქის დაკავების შესახებ. ეს პიროვნება არ არის ამერიკელი დიპლომატი. ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამის საკონსულო მომსახურებას“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო მედია თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტამბოლის აეროპორტში ამერიკელი დიპლომატი დააკავეს.