დღეს ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ და ახალ დებულებებს დაამტკიცებენ.
პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგის თანახმად 14 დეკემბერს სხდომას გამართავენ შემდეგი კომიტეტები: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.