პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მისი დაკითხვის შესახებ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას პასუხობს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს მისთვის სიურპრიზი იყო.
„ჩემთვის ეს ინფორმაცია სიურპრიზი იყო. მე არავინ დამკავშირებია, არც ადვოკატები და არც სხვა ვინმე და საქმის კურსში არ ჩავუყენებივარ ამ საკითხთან დაკავშირებით. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნარია, ეს ჩემთვის.
მე არ ვიძლევი ჩვენებას, როდის უფრო მეტად ვარ გაბრაზებული, ან როდის უფრო ნაკლებად. ვცდილობ, ვიყო ობიექტური. მე ვთქვი, რომ ჩემი თანდასწრებით არცერთხელ, არც 7 ნოემბრის, არც ცხონებული გირგვლიანის და არც ვალერი გელაშვილის თემაზე, ჩემი თანდასწრებით, არასდროს დანაშაულებრივი ქმედება არ დაგეგმილა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ტვპირველის“ ეთერში.