„ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება

„ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, გადაწყვეტილება 27 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია „ბუსტერ“ დოზით აცრის შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით იყო შესაძლებელი, ქვეყანაში ადმინისტრირებული კიდევ ერთი ვაქცინის Pfizer-ის შემთხვევაში ეს ვადა 5 თვე იყო.