როდის იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი Pfizer-ის ანტივირუსული აბი, რომელიც ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ (FDA) 22 დეკემბერს დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა.
„მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი. ეს მედიკამენტი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის, გართულების და ლეტალობის შემთხვევებს.
„ძალიან კარგია, რომ გუშინ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია, უკვე კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც ძალიან იმედის მომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება უკვე კონკრეტულად ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი.
მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაცია არის, რომ პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედის მომცემია ის შედეგები, რომლებსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად უჩვენებს ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რასაც თან ახლავს გართულების და ლეტალობის შემცირებაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, კოვიდვაქცინით აცრების, ასევე მედიკამენტების საფასურს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს.
ასევე წაიკითხეთ: