საქართველოში „ომიკრონის“ სულ 29 შემთხვეაა დაფიქსირებული. იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პირველი ორი შემთხვევის დადასტურების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მედიასთან 20 დეკემბერს განაცხადა.
„ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი - ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ის ინფიცირების 2164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი.