ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, პოლიციას ბრალდებულმა მკვლელობის შესახებ თავად აცნობა, ამასთან, თავად დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლების გამოყენებას აპირებს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს და ეს იშვიათად ხდება, თუმცა დაცვის მხარე ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას, რადგან ბრალდებული მიიჩნევს, რომ „ამას იმსახურებს“.

„მან თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და არავითარი გირაო არ მოითხოვა, ვინაიდან, თქვა, რომ იმსახირებს ამას“, - განაცხადა ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველმა და დაამატა, რომ სამართლებრივად სრულ კაპიტულაციას აცხადებს.

„ამბობს, რომ მოხდა შელაპარაკება, ახსენა შეურაცხყოფა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. აღარ ჩავეძიე, რადგან მდგომარეობა არ არის ადეკვატური. ის იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს“, - ამბობს ადვოკატი „ტვპირველთან“.

ამავე თემაზე:

ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს